საარსებო შემწეობის მოლოდინში მილიონამდე ადამიანია

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილია.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  2015 წლის ივლისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 317 000 იყო, 2016 წლის ივლისში – 474 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 457 000.

გარდა ამისა, დიდია რეგისტრირებულთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობის მოლოდინში არიან. 2015 წლის ივლისში – 1 609 000 კაცი, 2016 წლის ივლისში – 1 338 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1 მლნ-მდე ადამიანი.