მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე შესვლა გაძვირდა

მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე შესვლა გაძვირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს მოქალაქე ზრდასრულთათვის მარტვილისა და ოკაცეს კანიონზე შესვლა 9 ლარი გახდა. ამაასთან ერთად, არ შეცვლილა ნავით გასეირნების ფასი, რომელიც უწინდებურად 10 ლარი ღირს.

აქამდე ოკაცეს კანიონზე შესვლა ზრდასრულთათვის 7 ლარი ღირდა, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის კი 4 ლარი. მარტვილის კანიონში კი ზრდასრულთათვის შესვლის ფასი 5 ლარი იყო.