თურქეთიდან სახანძრო თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება

თურქეთიდან თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება.

როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, თურქეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში „მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი“ შემოვა.

„დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა“, - აღნიშნა პრემიერმა.

სახანძრო თვითმფრინავის გარდა თურქეთიდან ქართული მხარე უახლოეს საათებში ორ ვერტმფრენსაც ელოდება.