სოფელ დაბას მოსახლეობა შველას ითხოვს

ბორჯომში გახსნილ საგანგებო შტაბთან სოფელ დაბას მცხოვრებლების ნაწილი მივიდა. მათი ინფორმაციით, „ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვიდა“.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელთან არავინ იმყოფება, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს და უზრუნველყოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სახლებს ცეცხლი არ გადაედოს.

მოსახლეობის აღნიშნული ნაწილის მიერ უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ დასახლებული პუნქტისკენ სახანძრო მანქანა დაიძრა.

ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს.