სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია

სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია.

როგორც კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფელ დაბას 2 ფერდობი აქვს გარშემორტყმული, საიდანაც ერთ ფერდობზე ხანძარია, მეორეზე კი ძლიერი დაკვამლიანება.

ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს. ისინი საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად ემზადებიან.

ამ დროისთვის უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე ერთი სახანძრო ბრიგადა იმყოფება.