საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც სტუდენტური ბიუჯეტით მოგზაურობა შესაძლებელია

ტურისტული ვებგვერდი youramazingplaces.com იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც სტუდენტური ბიუჯეტით მოგზაურობა შესაძლებელია.

ჩამონათვალში 7 ქვეყანას შორის, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მწირი ბიუჯეტით იმოგზაურონ, საქართველოც მოხვდა.  საიტის ცნობით, ერთი დღის გატარება სტუდენტს მხოლოდ 45 დოლარი დაუჯდება.

"ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ეს ქვეყანა ყოველთვის მეგობრული და ღიაა ტურისტებისთვის მთელი მსოფლიოდან. საქართველოში არასდროს მოიწყენთ. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ბუნებით, მდიდარი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი დღეში მხოლოდ 45 დოლარი დაგჭირდებათ“, - წერს ვებგვერდი.

youramazingplaces.com-ის ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ინდონეზია, კუბა, ტაილანდი, ინდოეთი, შრი-ლანკა და პორტუგალია.