საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩზე ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს

საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, რომელიც ქომაგს სტადიონზე მოსვლისკენ სოციალური ქსელის მეშვეობით მოუწოდებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში, "დინამო არენაზე" 2 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

მომავალი მატჩის ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია და ინტერნეტის საშუალებით უკვე იყიდება, "დინამო არენის" სალაროებში კი 26 აგვისტოდან გაიყიდება.