აშშ-ში რეკორდული ჯეკპოტი - 758 მილიონი დოლარი გათამაშდა

აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლატარიის Powerball მომგებიანი ბილეთი გათამაშდა, რომლის ჯეკპოტი 758 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.Powerball -ის ლატარიის ისტორიაში ეს რეკორდული თანხაა.

CNBC-ის ცნობით, მომგებიანი ბილეთი მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ უოთერთაუნში გაიყიდა.

ორგანიზატორების განცხადებით, მომგებიანი ციფრებია 6,7,16,23,26, ბონუსის ციფრი კი 4.

გათამაშების წესების თანახმად, გამარჯვებულს შეუძლია თანხა 29 წლის განმავლობაში ერთიანად ან ნაწილობრივ  მიიღოს. თუმცა, ერთდროულად აღებისას თანხა თითქმის ორჯერ მცირდება.