„საქართველოს რკინიგზამ“ გორან ბრეგოვიჩის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დანიშნა

26 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#880/879) ჩარტერული მატარებელი ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას  „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, GRT სერიის 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი 300 მგზავრს გადაიყვანს.

„მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 15:00 საათზე გავა და Black Sea Arena-ზე 19:15 საათზე ჩავა. აღნიშნულ მატარებელს (#880) გაჩერებები ურეკსა და ქობულეთშიც ექნება. შემდგომ, მსვლელობას გააგრძელებს ბათუმამდე - შესვლა 20:10 საათზე. ბათუმიდან გამოვა 27 აგვისტოს 00:35 საათზე და თბილისში ჩამოვა 06:00 საათზე.

ასევე, საკონცერტო ღონისძიებაზე დამსწრეთა მატარებლებში ჩასხდომა-გადმოსხდომის უზრუნველყოფის მიზნით, 26 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ ჩქარ ელექტრომატარებლებს #802/801, #804/803, #806/805, #808/807 ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება Black Sea Arena-ზე.

ბილეთების რეალიზაცია წარმოებს როგორც „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში, ასევე სხვა ალტერნატიული გაყიდვის არხების მეშვეობით ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებში და სწრაფი გადახდის აპარატებით. „საქართველოს რკინიგზა“ სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.