ბრიტანული ოჯახი ეძებს ძიძას, რომელსაც ხელფასის სახით 129 000 დოლარს გადაუხდის

საუკეთესო თანამშრომლების მოსაზიდად დამსაქმებლების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში აპლიკანტებს ხელფასის გარდა, გარკვეულ სარგებელსაც სთავაზობს.

თუმცა, ამ ბრიტანული ოჯახის შემოთავაზება მოულოდნელ გულუხვობად შეიძლება მოგეჩვენოთ.

კანდიდატი, რომელიც დამსაქმებლის მოწონებას დაიმსახურებს, 6-ნიშნა ხელფასს ($129,000), პროფესიონალი მზარეულის მიერ მომზადებულ კერძებს და ოჯახის საკუთრებაში არსებული მანქანების (რენჯ როვერი, პორშე, მაზერატი) ტარების უფლებას მოიპოვებს. მსგავსი ფუფუნებისა და მაღალი ანაზღაურების მისაღებად კი, 4 ბავშვის გარემოცვაში ყოფნაა საჭირო, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2-ის, უფროსი კი 15 წლისაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები განათლებას სახლის პირობებში იღებენ.

ოჯახის ნდობის დამსახურებისა და სამსახურის მიღების სურვილი უკვე ბევრმა 300-მა აპლიკანტმა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამსახური ზედმეტად კარგია იმისთვის რომ სიმართლე იყოს CNBC-მა დაადასტურა, რომ ის მართლაც რეალურია.

ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების გარდა, ოჯახის მოთხოვნებში 13-საათიანი სამუშაო დღე და ხშირი მოგზაურობისთვის მზადყოფნაც შედის.

ოჯახს კვირაში სამჯერ უწევს ადგილსამყოფელის შეცვლა. ძიძას კი 4 ბავშვთან ერთად ლონდონის, ბარბადოსის, ატლანტასა და კეიპტაუნის სახლებს შორის მოუწევს მუდმივი მგზავრობა.

მოთხოვნები ამით არ სრულდება. მომავალ ძიძას 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ბავშვთა ფსიქოლოგის ხარისხი უნდა ჰქონდეს, თუმცა საკუთარი შვილები არ ჰყავდეს.

მომავალმა ძიძებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებისთვის თავის მოწონება გასაუბრების პირველი ეტაპია, კანდიდატურას მხარი თავად ბავშვებმაც უნდა დაუჭირონ.

წყარო: allnews.ge