მსოფლიოში პასორტები ძირითადად ოთხი ფერისაა და თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი მიზეზი, როდესაც ირჩევს პასპორტის ფერს.
წითელი/ბორდოსფერი
წითელი ფერის პასპორტი არის იმ ქვეყნების არჩევანი, რომლებსაც გააჩნიათ კომუნისტური წარსული ან აწმყო. გარდა ამისა, წითელი პასპორტები გამოიყენება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, ხორვატიის გარდა. ასევე წითელ ფერს ანიჭებენ უპირატესობას ის ქვეყნები, რომელბიც დაინეტრესებულები არიან ევროკავშირში გაწვერიანებით, მაგალითად თურქეთი, ალბანეთი და მაკედონია, მათ პასპორტის ფერი რამდენიმე წლის წინ შეიცვალეს. წითელი ფერი აქვთ სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანასაც ე.წ. „ანდების თანამეგრობრობას“ - ბოლივიას, კოლუმბიას, ეკვადორსა და პერუს.
ლურჯი
მეორე ყველაზე გავრცელებული პასპორტის ფერი ლურჯია. ლურჯი ფერი „ახალ სამყაროს“ ნიშნავს. ის ძირითადად გამოიყენება ლათინური ამერიკის ქვეყნებში, გარდა ზემოთ ნახსენები ოთხი ქვეყნისა. 1976 წლიდან ლურჯი ფერის პასპორტებზე გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატებიც.
მწვანე
მწვანე ფერის პასპორტები ძირითადად მუსულმანურ ქვეყნებს აქვთ. მწვანე ფერი წინასწარმეტყველ მუჰამედის საყვარელ ფერად მიიჩნევა და სიცოცხლისა და ბუნების სიმბოლოა. მწვანე შეფერილობის პასპორტები აქვთ ასევე დასავლეთ აფრიკის ქვეყნების უმეტესობასაც, თუმცა მათ შემთხვევაში ეს ფერი ორგანიზაცია „დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამშრომლობის“ წევრობის მანიშნებელია.
შავი
ყველაზე იშვიათია შავი ფერის პასორტები. ამ ტიპის პასპორტებს ძირითადად გამოიყენებენ რამდენიმე აფრიკულ ქვეყნაში - ბოტსვანა, გამბია, ბურუნდი, გაბონი, ანგოლა, ჩადი, კონგო, მალავი, და სხვები. შავი პასპორტები აქვთ ასევე ახალ ზელანდიელებს, ვინაიდან შავი მათი ეროვნული ფერია.
კოკა კვირკველია
ორმაგი მოქალაქეობა ევროპაში - რომელი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ორი პასპორტით