დონალდ ტრამპმა ქარიშხალ „ჰარვის“ მიერ წარმოშობილი შედეგების აღმოფხვრისთვის კონგრესს 7,85 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოსთხოვა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქარიშხალ „ჰარვის“ მიერ წარმოშობილი შედეგების პირველადი აღმოფხვრისთვის კონგრესს 7,85 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა მოსთხოვა.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ თეთრი სახლის საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორ მაიკ მალვეინზე დაყრდნობით იუწყება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი კონგრესისგან 6 მილიარდი აშშ დოლარის მოთხოვნას გეგმავდა. თეთრი სახლის განცხადებით კი, დონალდ ტრამპი ქარიშხალი „ჰარვის“ შედეგების აღმოფხვრისთვის პირადი სახსრებიდან 1 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს.

ქარიშხალი „ჰარვი“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარიშხალია ბოლო 12 წლის განმავლობაში. ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად უკვე 47 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ 6,8 მილიონი ადამიანი დააზარალა.