"ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს"
"ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს"
5 სექტემბერი / 2017
ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს , - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაციაზე, ეკოლოგიურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც გამოწვეულია გაუმართავი ტრანსპორტის გამონაბოლქვით, მშენებლობების და გრუნტის მტვერით.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, უზრუნველყოფილი იქნება გრუნტის ეტაპობრივი დაფარვა შესაბამისი საფარით და ჩამოყალიბდება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაბინძურების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.

კახა კალაძემ ზოოპარკის ტერიტორიის, „მზიურის“, ვაკის პარკის, მუშტაიდის პარკისა და სხვა მწვანე სივრცეების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. „თბილისში 1400-მდე პარკი და სკვერია, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება და ამას აუცილებლად მოვახერხებთ. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება ყველასთვის სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დენდროლოგიური პარკის აღდგენასა და კეთილმოწყობას. ეს პარკი დაახლოებით 200 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა, იქ არსებული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. გპირდებით, რომ ეს ადგილი თბილისისა და თბილისელებისთვის ძალიან მალე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მოწესრიგდება ნაგავსაყრელები და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდება ნარჩენების გადამუშავების პროექტი. კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ასევე, ითანამშრომლებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და იზრუნებს მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე და რეკრეაციული დანიშნულებით მის გამოყენებაზე.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, პროგრამული ხედვის ფარგლებში, შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

კახა კალაძის პროგრამული ხედვის პრეზენტაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომენტარები (1)
05.09.2017
სოსო
კახი შენ ის გვითხარივ კიდევ რამდენი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავთ..
მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
13 წლის წინ ჰალილ რაფატი მძიმე ნარკოდამოკიდებული და უსახლკარო იყო. დღეს ის მილიონერია.
ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ზაჰესის ხიდს პრობლემა არ შექმნია, მაღალი წნევის წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზა დააზიანა.
მშენებლობის დაწყებას ძალიან ბევრი სირთულე და უამრავი ნიუანსი ახლავს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მერობის 7 კანდიდატი დარეგისტრირდა. ექვსი მათგანი მერობისთვის პარტიული სიით, ერთი კი დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძოლებს.
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
პეკინის ქუჩაზე საცობია. მძღოლებს ერთ ადგილას დგომა რამდენიმე წუთის განმავლობაში უწევთ. მათი ნაწილი საცობისაგან თავის დაღწევის მიზნით მოძრაობის წესებსაც არღვევს და ავტობუსების სამოძრაო ზოლში გადადის.
23 სექტემბრიდან, 26 მაისის მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ბაღებში აღმზრდელების რაოდენობა საკმარისია, კვება მოგვარებულია და პრობლემა არის ის, რომ ბაღების რაოდენობა მცირეა
სრულად
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708