საბაკალავრო პროგრამა არის 4-წლიანი და საქართველოს მთავრობამ გიორგი მჭედლიშვილს 4 აკადემიური წელი სრულად დაუფინანსა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სწავლების პირველი წელი მჭედლიშვილი ორგანიზაცია „ცოდნის კარმა“ დააფინანსა, ხოლო განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შემდეგ, 3 სასწავლო წელი მჭედლიშვილს უკვე ცენტრის მიერ ჯამში 79 878 ლარით დაუფინანსდა.
„გიორგი სწავლობდა ერჰალმის კოლეჯში და მისი სწავლის საფასური საქართველოს მთავრობის მიერ 4 წლის ანუ მთელი საბაკალავრო პროგრამის მანძილზე დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი საბაკალვრო პროგრამა არის ოთხწლიანი, თუმცა გიორგი მჭედლიშვილმა დამატებით მე-5 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომის აღებაც გადაწყვიტა. ამის შესახებ ცენტრთან ჰქონდა მოლაპარაკება. ჩვენმა წარმომადგენლებმა მას აუხსნეს, რომ შეეძლო მხოლოდ 4-წლიანი დაფინანსების მიღება საბაკალავროზე და ის ამაზე დათანხმდა. თუმცა, ახლა ცენტრს თხოვნით მიმართა, რომ კომისიამ განიხილოს მისი განსაკუთრებული მდგომარეობა და მე-5 წელიც დაუფინანსდეს“, - აღნიშნა ჭელიძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით კომისიას გიორგი ჭედლიშვილისთვის სწავლების მე-5 წლის დაფინანსების შესახებ, გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამასთან, განათლების საერთაშორისო ცენტრში „ბიზნესპრესნიუსს“ მიაწოდეს გიორგი
მჭედლიშვილის წერილი, რომლითაც კოლუმბის უნივერსიტეტში სწავლების დაფინანსებას ითხოვს.