კოლუმბიური ავიაკომპანია ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანას გეგმავს

კოლუმბიური საბიუჯეტო ავიახაზი VivaColombia თვითმფრინავებიდან დასაჯდომი ადგილების მოხსნას და ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანას გეგმავს.

კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი ავიაკომპანიას ბილეთზე ფასის დაწევისა და მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მისცემს,  რაც ხელმისაწვდომს გახდის ფრენებს კოლუმბიის მუშათა კლასისთვის.

როგორც VivaColombia-ს დამფუძნებელმა უილიამ შოუმ Miami Herald-ს განუცხადა, ავიახაზი მგზავრობის ვერტიკალურ ვარიანტებს ეძებს.

„არის ხალხი, რომლებიც ეძებენ დგომით მდგომარეობაში ფრენის შესაძლებლობას. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ყველაფერში, რაც მგზავრობას უფრო იაფს გახდის“, - განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მგზავრობის იდეა ახალი არ არის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოები ეწინააღმდეგებიან მას, ვინაიდან ვერტიკალური ადგილები დამტკიცებული არცერთ ქვეყანაში არ არის.