სემეკი-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფი

სემეკი-ს თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფი.

მისი თქმით, სემეკმა წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიის ხელშეკრულება უნდა განიხილოს, ტარიფი უნდა დაითვალოს და ამიტომ ამ დროისთვის რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

„ამ დროისთვის შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, გაიზრდება თუ არა ტარიფი, ვინაიდან ჩვენ დაახლოებით 20-მდე ტარიფი უნდა დავთვალოთ, ხელშეკრულებები უნდა შევაფასოთ იმისთვის რა შედეგი დადგება წლის ბოლოსთვის, ამიტომ საწყის ეტაპზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. რაც შეეხება ლარის კურსს, ჩვენ კურსი ყველა მოქმედ ტარიფში გვაქვს ასახული 2,5-ის დონეზე“, - განაცხადა ირინა მილორავამ.