ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მოგლეჯილი ხე ხილ-ბოსტნის მაღაზიასა და ავტომობილს დაეცა

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. მოგლეჯილი ხე ხილ-ბოსტნის მაღაზიასა და ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უმოკლეს დროში მოხდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.