ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები კიდევ ერთი ახალი მიმართულებით განხორციელდება

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენები პოლონეთის სიდიდით მე-4 ქალაქის ვროცლავის მიმართულებით 2018 წლის 31 მარტიდან დაიწყება.

ავიარეისები კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ერთი გზის ავიაბილეთის ფასი - 79.99 ლარიდან დაიწყება.

ავიაკომპანია ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მგზავრებს 8 ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტურ მიმართულებას სთავაზობს.