საგანგებო სიტუაციებს მართვის სააგენტო - ართანა-თუშეთის ტერიტორია კვლავ აქტიურ ზონებად რჩება, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია

ართანა-თუშეთის ტერიტორია კვლავ აქტიურ ზონებად რჩება. სოფელ ართანას ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩამქრალი კერები ძლიერმა ქარმა გააღვივა, თუმცა, საგანგებო სიტუაციებს მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლირებადია.

ხვალ დილიდან კი მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება. სააგენტოს ინფორმაციით, ავიაციის მუშაობა მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. მათივე განმარტებით, მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, მნიშვნელოვან გართულებებს ადგილი არ ჰქონია.