ართანა-თუშეთის ტერიტორია კვლავ აქტიურ ზონებად რჩება

ართანა-თუშეთის ტერიტორია კვლავ აქტიურ ზონებად რჩება.

სოფელ ართანას ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩამქრალი კერები გუშინ ძლიერმა ქარმა გააღვივა, თუმცა, საგანგებო სიტუაციებს მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლირებადია.

დღეს დილიდან კი მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება. სააგენტოს ინფორმაციით, ავიაციის მუშაობა მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. მათივე განმარტებით, მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, მნიშვნელოვან გართულებებს ადგილი არ ჰქონია.