5 ყველაზე ძვირად ღირებული და პრესტიჟული სკოლა თბილისში

მსოფლიოში უამრავი სკოლაა, სადაც სწავლა ათასობით დოლარი ღირს.

ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებს შორის პირველ რიგში ასახელებენ შვედეთის ლე როსეს სკოლას - იქ განათლების მიღება ბავშვებს 87 ათას დოლარზე მეტი უჯდებათ. საქართველოს მოსახლეობას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ სწავლაში ამხელა თანხა გადაიხადოს, თუმცა ჩვენთანაც არის სკოლები, სადაც სწავლა ძალიან ძვირი ღირს. ამ სკოლების კონტიგენტი ძირითადად შერეულია - იქ ქართველებთან ერთად უცხოელებიც სწავლობენ.

QSi

bpn

თბილისში არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებს შორის უკვე რამდენიმე წელია ლიდერობს QSi - საერთაშორისო სკოლა. როგორც გავარკვიეთ, ამ სკოლაში სწავლის გადასახადი წელს 25 ათასი დოლარია. სკოლა თბილისის დიპლომატიურ სოფელში მდებარეობს. გარდა სკოლისა, დიპლომატიურ სოფელში საერთაშორისო ბაღიც არის. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ. QSI-ს ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში დაარსდა.

თავდაპირველად სკოლაში ოთხი მოსწავლე სწავლობდა, რამდენიმე წელიწადში კი, აღსაზრდელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა, სკოლამ საერთშორისო სტატუსი მიიღო და კვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებლებით დაკომპლექტდა. დროთა განმავლობაში QSI-მ მსოფლიოს 30 ქვეყანაში 37 სკოლა დააარსა და ხუთი კონტინენტი მოიცვა.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

bpn

მე-2 ადგილზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიაა - ამ სასწავლებელში სწავლის გადასახადი 19 ათასი ლარი იყო, ახლა კი, როგორც გავარკვიეთ, 22 ათასი ლარი გახდა. ამერიკულ აკადემიაში მხოლოდ უფროსკლასელები სწავლობენ, რადგან იქ სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. აკადემია ლისის ტბაზე მდებარეობს. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება.

კავკასიის ფრანგული სკოლა

bpn

კავკასიის ფრანგულ სკოლაში სწავლის წლიური გადასახადი დაწყებით კლასებში – 5100 ევროა, ხოლო მაღალ კლასებში - 5450 ევრო. სასწავლებელი ჭავჭა ვაძის გამზირზე მდებარეობს. სკოლაში არის საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა და კოლეჯი. კავკასიის ფრანგული სკოლა აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ. სწავლების ენა ფრანგულია. კავკასიის ფრანგული სკოლა დაარსდა 2006 წელს. ოთხი წლის განმავლობაში სკოლა ფრანგული კულტურის ცენტრის შენობაში ფუნქციონირებდა, 2010 წლიდან კი, ახალ შენობაში, ვაკის პარკის განაპირას გადმოვიდა.

ამ სკოლაში 3-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ. გასულ სასწავლო წელს სკოლაში 322 მოსწავლე სწავლობდა. აქედან 40% საქართველოს მოქალაქეა, 24% - საფრანგეთის, 36% კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა. კავკასიის ფრანგული სკოლა აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ და უკვე ათი წელია ემსახურება 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

ევროპული სკოლა

bpn

სწავლის წლიური გადასახადი ქართულ სექტორზე აქ 4 000 ევროა, იმ კურსით, როცა მშობელი სწავლის საფასურს შეიტანს. ინგლისური სექტორი კი, 6 000-8 000 ევრო ღირს. ეს ციფრები მიახლოებითია, რადგან ვეროპული სკოლის სხვადასხვა კლასში გადასახადი სხვადასხვაგვარია. ამ თანხაში შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრეები. ინგლისურ სექტორში მოსწავლეების მიღება მე-8 კლასიდან იწყება, ხოლო ქართულ სექტორზე მოზარდები პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით სწავლობენ. 

ბრიტანულ-ქართული აკადემია

bpn

ამ სასწავლებელში არის როგორც ქართული, ასევე ბრიტანული სექტორები. სწავლის წლიური გადასახადი ქართულ სექტორზე 5 500 დოლარია. აკადემიაში მოქმედებს სკოლამდელი განათლების ცენტრი, ასევე - დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლები. გადასახადში შედის კვება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისთვის. ასევე - გახანგრძლივებული პროგრამები და სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობა. ბრიტანულ-ქართული აკადემია ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად არის მიჩნეული.

ხათუნა ჩიგოგიძე