ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან 30 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცები გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლია სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.