ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში რამდენიმე ოჯახმა თხილის ნერგები გაჩეხა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში რამდენიმე ოჯახმა თხილის ნერგები გაჩეხა. ადგილობრივების ინფორმაციით, აზიურმა ფაროსანამ წლევანდელი მოსავალი მთლიანად გაანადგურა. მოსახლეობა აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის დათვლასა და ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვს.

”ჩვენ დავიწყეთ თხილის გაჩეხვა, უვარგისია თხილი. ხოჭომ მთლიანად გაანადგურა მოსავალი, არ არის არც სიმინდი, გააფუჭა ხილიც. მთავრობას ვთხოვთ დახმარებას, მივმართავთ ყველას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სხვა ზომებს მივმართავთ. აქციებს მოვაწყობთ, გადავკეტავთ გზებს, ხალხი შიმშილით კვდება“, - განაცხადა ადგილობრივმა ზურაბ კაკულიამ.