კომპანია ''ჯორჯიან ფიტნეს გრუპი'', თბილისში ''World Class''-ის პირველ მრავალფუნქციურ ფიტნესკლუბს ხსნის

2017 წლის შემოდგომაზე თბილისში, ფილარმონიის შენობის მე-4 სართულზე მსოფლიოში პოპულარული საერთაშორისო ბრენდის, World Class-ის პირველი ფიტნესკლუბი გაიხსნება.

World Class-ის ისტორია 1983 წელს, სკანდინავიაში იწყება. გასული 34 წლის განმავლობაში ბრენდი აქტიურად ფართოვდებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე შუა აზიის რეგიონში. დღეისათვის მსოფლიოში World Class-ის 84 კლუბი ფუნქციონირებს

ფიტნესკლუბის მფლობელი კომპანია, ''ჯორჯიან ფიტნეს გრუპი'', კერძო ინვესტიციებით დაფუძნებული ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ფიტნესინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს.

პირველი კლუბისათვის განსაზღვრული ინვესტიცია შეადგენს 3,000,000 აშშ დოლარს. სამომავლოდ თბილისში World Class-ის კიდევ 4 კლუბი გაიხსნება.

''ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა'' პირველი მასშტაბური პროექტისთვის განსაკუთრებული ადგილმდებარეობა შეარჩია - თბილისის ფილარმონიის შენობა მელიქიშვილის ქუჩაზე. კლუბის კონცეფცია დამუშავდა შენობის სპეციფიკისა და მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. მრავალმხრივი სამუშაო განხორციელდა შენობის იმ ნაწილის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. შეიცვალა შენობის გადახურვა, განახლდა და მოწესრიგდა კომუნალური ქსელები, დამონტაჟდა კომფორტული ლიფტები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც მრავალფუნქციური სპორტული მოედანი გაშენდება.

1300 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მულტიფუნქციური კლუბი მომხმარებელს შესთავაზებს უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების მქონე, პრემიუმ კლასის ფიტნეს სერვისს, მათ შორის:

- ფიტნესმწვრთნელების საერთაშორისო, სერტიფიცირებულ გუნდს, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართავს სავარჯიშო პროცესს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად. კლუბის მწვრთნელები სერტიფიცირებულები არიან მსოფლიოს წამყვანი ფიტნესორგანიზაციების მიერ: World Class (ევროპა), Les Mills (დიდი ბრიტანეთი), Romana's Pilates (აშშ), AntiGravity (აშშ), Technogym (იტალია);

- მსოფლიოს წამყვანი სატრენაჟორო ბრენდის, ''Technogym''-ის უახლესი ხაზით აღჭურვილ 600 კვ.მ. ფართობის სავარჯიშო დარბაზს ყველა ტიპის სავარჯიშო ზონით;

- მსოფლიოს წამყვანი ახალზელანდიური ბრენდის ''Les Mills''-ის სავარჯიშო პროგრამების ფართო სპექტრს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს 100 ქვეყნის 15,000 წამყვან ფიტნესკლუბში და ქართველ მომხმარებელს სავარჯიშო პროგრამების სრულიად ახლებურ ფორმატს შესთავაზებს;

- მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ''AntiGravity''-სა და ''Romana's Pilates''-ის ექსკლუზიურ, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროგრამებს;

- სწორი და ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილ ფიტნესბარს, სპეციალურად მომხმარებლის განტვირთვისათვის განკუთვნილ ლაუნჯ ზონასა და Nike-ის სპორტულ მაღაზიას;

- კომფორტულ გასახდელებს სოლარიუმით, მასაჟის ზონასა და საუნას პანორამული ხედით;

- iOS და Android სისტემებზე მორგებულ მობილურ აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს თავისი პირადი ფიტნესმონაცემების სრულ მართვას;

- ავტომობილების პარკირების ზონას მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის.

World Class Georgia-ს წინასწარი გაყიდვები დაწყებულია. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: *8888

(R)