10 ყველაზე ძვირად ღირებული და უნიკალური ქართული ღვინო
10 ყველაზე ძვირად ღირებული და უნიკალური ქართული ღვინო
12 სექტემბერი / 2017
საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა ღვინის უნიკალური სახეობები შექმნეს, თითოეული მათგანი თავისი გემოთი და არომატით განსხვავებული და განუმეორებელია.
„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მთავარი მეღვინე - ლევან ყანჩაველი 10 ყველაზე ძვირად ღირებულ და უნიკალურ ქართულ ღვინოს გამოყოფს.

უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა. უსახელოურის ჯიშის ყურძენი ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში ხარობს, ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება და მისგან უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება. ეს არის ძალიან არომატული, ნახევრადტკბილი წითელი ღვინო. უსახელოური დაახლოებით 80-90 ლარი ღირს. ბუნებრივია, მისი საექსპორტო ფასი უფრო ძვირია. ამ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უსახელოური ცნობილია ოყურეშულის სახელწოდებითაც.

მუსკატი - 50-დან 70 ლარამდე ღირს. ეს ღვინოც ძალიან მცირე რაოდენობით იწურება. მუსკატის ჯიშის ყურძენი ძირითადად კახეთში და ქართლის რეგიონში გვხვდება - მუხრანში, ასევე - გორში და მის მიმდებარე სოფლებში. ამ ყურძნისგან ქართველი მეღვინეები საუკეთესო ღვინოს ამზადებენ, რომელიც ძირითადად ჩინეთში და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. 

ქისი - ქვევრის ღვინოა, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და დაახლოებით 40-დან 50 ლარამდე ღირს. ამ ღვინოს კახეთის რეგიონში, ახმეტის ზონაში წურავენ. ღვინო ექვსი თვის განმავლობაში ქვევრში უნდა დადუღდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამენ ბოთლებში. ქისი ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და უნიკალურია. 
bpn

ხვანჭკარა - რაჭაში გავრცელებული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ყურძნის ეს ორი ჯიში რაჭაში ყველგან ხარობს, ამიტომ, ხვანჭკარა იშვიათობას არ წარმოადგენს. ეს ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომლის ერთი ბოთლის ღირებულება საშუალოდ 40-60 ლარია.

ტვიში - თეთრი, ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომელიც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. მას ისტორიულად ლეჩხუმში ამზადებდნენ. არსებობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“, რომელიც ლეჩხუმში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას. სწორედ ამ ზონიდან მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევრად ტკბილი ღვინო, რომლის ფასიც 25-დან 35 ლარამდე მერყეობს. სხვათა შორის, ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი იმერეთშიც მოდის, მაგრამ ტვიშის დასამზადებლად არ გამოდგება: ღვინოს ის ნიადაგი და კლიმატი ანიჭებს უნიკალურ გემოს, სადაც მას ამზადებენ. 

ოცხანური საფერეც მცირე რაოდენობით იწურება.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მას მუხის კასრებში აძველებენ და დაახლოებით 1,5 წლის შემდეგ ბოთლებში გადააქვთ. ყურძნის ეს ჯიში დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და ბაღდათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის. მისგან საუკეთესო ხარისხის სუფრის მშრალ ღვინოს ამზადებენ, რომლის საშუალო ფასი 20-30 ლარია. 

ახაშენი - ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. ის მოდის ჩუმლაყში, ახაშენში და ამ სოფლებში არსებულ მიკროზონაში. ახაშენის ფასი დაახლოებით 15 ლარიდან იწყება და 25 ლარამდეა. მისი საექსპორტო არეალი ძირითადად რუსეთი და ჩინეთია.

bpn

კრახუნა
- დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის უგემრიელესი ყურძენი - კრახუნა. კრახუნა ძალიან მაღალი ხარისხის ყურძენია, რომლისგანაც საუკეთესო თეთრ, მშრალ ღვინოს ამზადებენ. მისი ფასი 15-დან 20 ლარამდე მერყეობს. კრახუნას ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის შამპანურის და ცქრიალა ღვინის დამზადებაც შეიძლება. 

ქინძმარაული - იმდენად ძვირი არ ღირს, მაგრამ ძალიან მოთხოვნადი ღვინოა. ის კახეთში, ყვარლის რაიონში დაკრეფილი ყურძნისაგან მზადდება. ღვინის ფასი დაახლოებით 15-20 ლარია. ეს ერთ-ერთი უნიკალური ჯიშია, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი არ არის. ქინძმარაული ექსპორტზე ძირითადად ჩინეთსა და რუსეთში გადის. 

მუკუზანი - წითელი მშრალი ღვინოა, რომელსაც სოფელ მუკუზანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამზადებდნენ. მუკუზანი ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოა, ჯერ კასრებში ძველდება და წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ შეიძლება მისი ბოთლებში ჩამოსხმა. მუკუზანი 15-20 ლარი ღირს, მართალია ძვირი არ არის, მაგრამ ქართულ ღვინოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

ხათუნა ჩიგოგიძე

კომენტარები (10)
15.09.2017
ანა
საბედნიეროდ, ქართველებს ბევრი კარგი ღვინო გვაქვს. ყველას ჩამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. თანაც, ხომ ვიცით, რომ გემოვნებაზე არ დაობენ?
13.09.2017
კახა
ოჯალეში სადაა?? რით ვერ დაიმსახურა თქვენი ყურადღება ამ უნიკალურმა ღვინომ თუ ფასით ჩამოუვარდება აქ რომელიმეს?
მსგავსი სიახლეები
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.
2017 წელის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 61%-ით გაიზარდა.
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს!
რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 72 მლნ ლარს მიაღწია.
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გამოფენის „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.
ბორდოში დაგეგმილი გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის არა მხოლოდ ღვინის, არამედ საერთოდ, კულტურულ სამყაროში ქვეყნის წარმოჩენის კუთხით
„შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები.
„ქვევრის ღვინის პირველ საერთაშორისო კონკურსზე“ წარდგენილმა „თელიანი ველის“ სამივე ღვინომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
რთველი წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.09.2017
თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, გულგულასა და კურდღელაურში სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სრულად
25.09.2017
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 26 სექტემბერს, 23:00 საათაიდან თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
სრულად
25.09.2017
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სრულად
25.09.2017
შიდა ტურიზმის ფარგლებში 2017 წელს ყველაზე მეტი სტუმარი თბილისს ეწვია. 15 წლისა და უფროსი ასაკის იმ ვიზიტორების რაოდენობამ, რომელთაც დედაქალაქის მონახულება გადაწყვიტეს, 2017 წლის პირველი ორი კვარტლის მიხედვით 418 300 შეადგინა. მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი - 527 900.
სრულად
25.09.2017

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა თბილისში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოზარდებს საჩუქრები მიუტანა და მათ საცხოვრებელ პირობებს დეტალურად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ფონდი წილოსანი“, რომლის მეშვეობითაც ბევრ პროექტს ვახორციელებ, ძირითადად გურიის რეგიონზეა ორიენტირებული. ვცდილობთ, ბავშვებს, როგორც განათლების, ასევე სოციალური კუთხით დავეხმაროთ. ამჯერად დიდი სურვილი მქონდა, გავცნობოდი, თბილისში მდებარე ბავშვთა სახლებს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან პრაქტიკულად სრულად დაიხურა დიდი ბავშვთა სახლები და მათი ბენეფიციარები მიმღებ ოჯახებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს“, – აღნიშნა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

„დღეს სწორედ საოჯახო ტიპის სამ სახლს ვეწვიეთ. ბავშვებს საშემოდგომო ტანსაცმელი მივუტანეთ, გავესაუბრე ამ სახლების დირექტორებს. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან ღირსეული სიტუაცია დაგხვდა. ბავშვების განვითარებისთვის კომფორტული და კარგი გარემოა შექმნილი. მოზარდებს, ფაქტობრივად, არაფერი აკლიათ, გარდა მშობლების მზრუნველობის. დირექტორებთან საუბრის შემდეგ რაღაც კონკრეტული იდეები გაჩნდა და ვფიქრობ, ფონდი წილოსანი ისევ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

R

სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
25.09.2017
26.09.2017
USD
1
USD
2.4804
2.4829
EUR
1
EUR
2.9708
2.9497
GBP
1
GBP
3.3617
3.3497
RUB
100
RUB
4.3075
4.3289