Volkswagen-ი ელექტრომობილებზე 70 მილიარდ ევროს დახარჯავს

2030 წლისთვის Volkswagen-ის მიერ წარმოებული ავტომობილების ყველა მოდელი, რომელთა რიცხვი თითქმის 300-ს აღწევს, მყიდველებისთვის ელექტროძრავიან კომპლექტაციაშიც იქნება ხელმისაწვდომი.

Volkswagen Group-ის ხელმძღვანელის მატიას მიულერის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად კონცერნი ელექტრომობილების შექმნის მიმართულებით ინვესტიციებს ორჯერ - 20 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

უკვე არსებული მოდელების ელექტროძრავებით აღჭურვის გარდა 2025 წელს Volkswagen-ი 80 ახალი ელექტრომობილის წარმოდგენას გეგმავს.

ავტომობილებისთვის ელემენტების შესაძენად უახლოეს რამდენიმე წელიწადში Volkswagen-ი 50 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს.

”ადამიანებს სუფთა მანქანები სურთ. ადამიანებს სუფთა ჰაერი სურთ და ჩვენ მზად ვართ ამაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ”, - განაცხადა მატიას მიულერმა.