რესტორან „თავადურის“ წილი იყიდება

რესტორან თავადურის 17 %-იანი წილი 300 ათას დოლარად იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად რესტორნის „ფეისბუქის“ გვერდი აქვეყნებს.  

იქვე აღნიშნულია, რომ რესტორნის საერთო ფართი 1760 კვადრატული მეტრია, რომელიც 500 – 600 სტუმარზეა გათვლილი.

რესტორანი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუშთაიდის პარკის მიმდებარედ, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს.