რა შეცდომებს უშვებენ ფართის გამქირავებლები და რა უნდა გაითვალისწინოთ ხელშეკრულების გაფორმებისას
რა შეცდომებს უშვებენ ფართის გამქირავებლები და რა უნდა გაითვალისწინოთ ხელშეკრულების გაფორმებისას
13 სექტემბერი / 2017
კომერციული ფართის გაქირავების ან იჯარით გაცემისას ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სარგებლის ნაცვლად ფინანსური ზარალი მიიღოთ.
როგორც ჩვენმა რესპონდენტმა ლევან ლიპარტელიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა განაცხადა, აღმაშენებელზე კუთვნილი ფართი გააქირავა, თუმცა დამქირვებლის მხრიდან მთელი რიგი პრობლემები შეექმნა.

„აღმაშენებლის გამზირზე ჩემი კუთვნილი ფართი უცხოელზე გავაქირავე ხელშეკრულებით. დამქირავებელმა ფარშთი რესტორანი გახსნა. თუმცა, როგორც ჩანს, ბიზნესი ვერ ააწყო და ქირას არ იხდის. გარდა ამისა, ჩემთან შეთანხმების გარეშე გააკეთა შიდა რემონტი, ასევე გარე და შიდა რეკონსტრუქცია. ამის გამო მეზობელს ზიანი მიაყენა, ზარალის ანაზღაურება კი მე მომიწია. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემს მდგმურს მერიიდან რეკონსტრუქციის გაკეთების ნებართვა არ ჰქონდა აღებული, ამიტომ მერიამ მე დამაჯარიმა. მერიასთან პრეტენზიები არ მაქვს, რადგან კანონით მოქმედებენ, თუმცა დაზარალებული მე აღმოვჩნდი. თვითნებურად ახორციელებს ყველა საქმეს და საქართველოში მოქმედ კანონს პატივს არ სცემს. მსგავსი პრობლემები რამდენიმე ჩემს მეზობელსაც აქვს“, - განაცხადა დაზარალებულმა.

ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელსაც ფართის გაქირავებისას ყველაზე ხშირად უშვებენ.

You must have Flash Player installed in order to see this player.
„გამქირავებელმა ან მეიჯარემ ხელშეკრულების გაფორმების დროს უნდა გაითვალისწინოს ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.
კონკრეტულ შემთხვევაში, თუ დამქირავებელმა ფართის რეკონსტრუქცია მერიიდან შესაბამისი ნებართვის გარეშე გააკეთა, ხელშეკრულებაში უნდა იყოს ისეთი პუნქტები გათვალისწინებული, სადაც ზიანის ანაზღაურება იქნება მოთხოვნილი, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული თანხა ან ზარალის შესაბამისი. თუმცა მიუხედავად იმისა, ეს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება თუ არა, გამქირავებელს უფლება აქვს დამქირავებლისგან ზიანის ანაზღაურება მაინც მოითხოვოს“, - განაცხადა უტიაშვილმა.

მისი თქმით, ზოგადი კანონის მიხედვით, დამქირავებელს გამქირავებელთან შეთანხმების გარეშე რეკონსტრუქციისა და რემონტის ჩატარების უფლება არ აქვს, მით უმეტეს, როდესაც ეს გარკვეულ ნებართვასთან და თანხმობასთან არის დაკავშირებული.

„თუ ეს საკითხი ხელშეკრულებაში იქნება მითითებული, მეიჯარის ან გამქირავებლის ინტერესები უფრო კარგად იქნება დაცული.

რაც შეეხება სხვა შეცდომებს, ყველაზე ხშირად ზიანის ანაზღაურების პირობები არ არის ხოლმე გათვალისწინებული. მაგალითად, მიმდინარეობს დავა, მიმდინარე რემონტი ვინ უნდა გააკეთოს, ხარჯი ვინ უნდა გაწიოს. ქონებების დაზიანების შემთხვევაში სტიქიის გამო, ვინ უნდა აღადგინოს და ა.შ. ხელშეკრულების გაფორმების დროს ამ საკითხებზე არ ფიქრობენ.
მაგალითად, დამქირავებელს ან მოიჯარეს ფართი 2 წლით აქვს აღებული. ხშირად თუ საქმე კარგად ვერ წავიდა, დამქირავებელი უფრო მეტ თანხად სხვაზე აქირავებს და სხვაობას თავად იღებს. ასეთი დეტელები ხშირად ხელშეკრულებაში არ არის ხოლმე გათვალისწინებული“, - განაცხადა უტიაშვილმა.

ლიკა ამირაშვილი

კომენტარები (1)
13.09.2017
სანდრო
ამ ვიღაც არაბმა როგორ უნდა მოგატყუოს, რა ყველაფერში უნიათოები ვართ
მსგავსი სიახლეები
უძრავი ქონება მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფასული აქტივია.
გადაწყვეტილება, რომ ქართული მიწა გაიყიდება მხოლოდ ქართველებზე, არის ურყევი. 
არავინ იცის, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი და რამდენი ხანი დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას... გაჭიანურებული სასამართლო პროცესები დამღუპველია ბიზნესისთვის.
ბინის გაყიდვა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული და საცხოვრებელ ფართში დიდი თანხის გადახდა ბევრს არ შეუძლია.
ბოლო 4 წელიწადსა და 4 თვეში საქართველოს ბანკებმა 3-ჯერ მეტი წმინდა მოგება მიიღეს, ვიდრე მათი არსებობის 15-წლიან ისტორიაში მთლიანად.
მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მილიარდი ლარით, ანუ 0.2%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.1 პროცენტით) და 29.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ფართების ქირის ფასი 300%-ით არის მომატებული. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ უძრავი ქონების სააგენტოში MYCLIENT.GE განუცხადეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისის ბრძანებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა ამჟამად დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
აჭარის მთავრობის გადაწვეტილებით, აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, რომლებსაც რეგიონის საკუთრებაში არსებული ფართები 2010 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ დაკავებული, ისინი საკუთრებაში გადაეცემა.
გერმანიის განვითარების ეროვნულმა ბანკმა KfW ოთხ ბანკში შეცდომით გადარიცხა რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708