რბოლა „მარშრუტკებით“ - მიკროავტობუსის მძღოლები ფიქსირებულ ხელფასს ითხოვენ
რბოლა „მარშრუტკებით“ - მიკროავტობუსის მძღოლები ფიქსირებულ ხელფასს ითხოვენ
13 სექტემბერი / 2017
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე გავიდა, მიკროავტობუსებში კონდინციონერების ჩართვის საკითხი, მაღალი ტემპერატურის გამო აქტუალობას არ კარგავს.
მგზავრები ისევ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მძღოლები ამტკიცებენ, რომ კონდინციონერები გაფუჭებულია, კომპანია კი მათ ნათქვამს ტყუილს უწოდებს.

„არ მუშაობს, თუ გცხელათ შემდეგს დაელოდეთ, იქნებ მასთან მუშაობდეს“ - ასე უპასუხა მგზავრის თხოვნას კონდინციონერის ჩართვის თაობაზე #30 მიკროავტობუსის მძღოლმა და იქვე დაამატა, რომ დიდი ალაბთობით სიგრილე არც შემდეგ მიკროავტობუსში იქნებოდა და არც იმის შემდეგში. „ჩვენს ხაზზე მარტო ერთ მანქანას უმუშავებს, დანარჩენში გაფუჭებულია,“ - დასძინა მძღოლმა.

მისივე თქმით, კომპანია მხოლოდ სპეციალურ სითხეს - ფრეონს ასხამს დაზიანებულ კონდინციონერებში, რომელიც ერთ დღეში იღვრება და ხელახლა ჩასასხმელი ხდება.
„მე თვითონ საკუთარი ხარჯებით გავაკეთებინე ხელოსანს კონდინციონერი, მაგრამ ახალია ეს სისტემა და არც არიან აქ მაგისი ხელოსნები. ამიტომ ისევ გაფუჭდა. კომპანია კი მოდის და ამ გატეხილ კონდინციონერში ფრეონს ასხამს. სამჯერ ჩამისხეს უკვე და ერთ დღეც ვერ ძლებს, რა აზრი აქვს კიდევ ჩასხმას? კომპანია ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ არსად მუშაობს,“ - აღნიშნა მძღოლმა და დასძინა, რომ მისთვის უცნობი მიზეზების გამო კომპანია მძღოლებს არც ლუქის გახსნის უფლებას აძლევს.

თავის მხრივ, „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლის ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს. მათი თქმით, კომპანია ყოველ ზაფხულს 200 000 ლარამდე ხარჯავს კონდინცირების სისტემის შესაკეთებლად მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი მათ ამას არ ავალდებულებს. „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია მიქიაშვილის თქმით, კონტრაქტის მიხედვით, არა მხოლოდ კონდინციონერის, არამედ ნებისმიერი სხვა ტექნიკური პრობლემის მოგვარების პასუხისმგებლობა მძღოლებს ეკისრებათ.

„ტყუილია ის, თითქოს მხოლოდ ფრეონს ვუსხამთ. ასევე ისიც, თითქოს კონდინცირების ხელოსანი საქართველოში არ მოიძებნება. მიუხედავად ამისა, რომ კომპანია ფარავს იმ საწვავის მომატებულ ხარჯსაც კი, რასაც კონდინციონერის ჩართვა იწვევს, მძღოლების ნაწილი მაინც ცდილობს მომხმარებელი სიცრუეში შეიყვანოს.

„თბილისში 1 800 მიკროავტობუსია. შესაძლოა რამდენიმე მათგანს მართლაც ჰქონდეს ტექნიკური პრობლემა, მაგრამ როგორც კი ეს ფიქსირდება, მიკროავტობუსი ხაზიდან გადის და შესაკეთებლად მიდის. მგზავრებს, ვისაც ეს პრობლემა ექმნება, ვთხოვთ დარეკონ კომპანიაში. რეაგირების გარეშე არც ერთი ფაქტი არ დარჩება“, - უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ მიქიაშვილმა.

მოგეხსენებათ, სამარშუტო ტაქსების მძღოლებს კომპანიაში ყოველდღიური
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადასახადი შეაქვთ და მათი ანაზღაურება ისაა, რაც ამ გადასახადის მიღმა დარჩება. მძღოლები, რომლებიც“ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრენ და რომელთაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს, ამტკიცებენ, რომ დღიური გადასახადის გადახდა მათ იმ შემთხვევაშიც უწევთ, თუ მიკროავტობუსი სამუშაო დღის დასაწყისშივე გაფუჭდება.

„პირველი მგზავრი რომ მიადებს ბარათს გადასახდელად და დაფიქსირდება გადახდა, ეგ უკვე ნიშნავს იმას, რომ მე ფარეხიდან გამოვედი და მუშაობა დავიწყე. ანუ, გადასახადი ყველა ვარიანტში უნდა გადავიხადო. ხალხს ჰგონია ბევრი გვრჩება, არადა ტყუილია. ყველას გვირჩევნია დაქირავებული მძღოლები ვიყოთ - ფიქსირებული ანაზღაურება გვქონდეს და მიკროავტობუსებს კომპანია უვლიდეს, როგორც ეს ავტობუსების შემთხვევაშია. 800 ლარზეც თანახმა ვარ. დღეში 14-16 საათი ვმუშაობ და თვეში ამაზე მეტი მაინც არ მრჩება. ფიქსირებული ხელფასი რომ იყოს, აღარც ერთმანეთს გავეკიდებით, მგზავრის წართმევას არ დავიწყებთ და ამდენი ავარიაც აღარ მოხდება,“ - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

„თბილისის მიკროავტობუსში“ კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ინფორმაციაც მტკნარი სიცრუეა. ნათია მიქიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს ავტომობილი უფუჭდება და სრული დღის განმავლობაში ვერ ახერხებს მუშაობას, ის გადასახადისაგან თავისუფლდება.
რაც შეეხება ფიქსირებულ ანაზღაურებას, იგი ამტკიცებს, რომ მძღოლების დიდი უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, ვინაიდან არსებული წესის მიხედვით, მათი თვიური შემოსავალი 800 ლარზე ბევრად მაღალია.

თაკო მათეშვილი

კომენტარები (8)
21.09.2017
Nita
მიეცით კარგი ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა ნორმალური და და კონდიციონერსაც ჩართავენ, გრაფიკითაც ივლიან.
14.09.2017
გაიოზი
ერთმანეთისთვის გადაბრალებით საქმე არ გაკეთდება. რაც შეეხება მძღოლების დაქირავებით მუშაობას, ეს კომპანიას სხვა პრობლემის წინაშე აყენებს, კერძოდ, დაქირავების შემთხვევაში დიდია რისკი, მძღოლებმა მგზავრების მიერ გადახდილი თანხის ნაწილი დამალონ.
მსგავსი სიახლეები
დარღვევა, რომლის გამოც მძღოლები ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 11 757-ჯერ დაჯარიმდნენ, არასწორ პარკირებას და დგომა-გაჩერების წესების დაუცველობას უკავშირდება.
მთელ მსოფლიოში, ოფიციალური სტატისტიკა ხელფასის საშუალო ოდენობას და სამუშაო საათების რაოდენობას ითვლის.
პარლამენტში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის ინიცირება იგეგმება, რომელიც საჯარო სექტორში ხელფასებთან და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.
2019 წლის სექტემბრიდან შიდა გადაზიდვებში ჩართული მძღოლების მუშაობისა და დასვენების რეჟიმი გაკონტროლდება.
სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.
კიტ შილერი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი და პირადი დაცვა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, თეთრ სახლს ტოვებს.
განათლება, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, მომსახურება, დამამუშავებელი მრეწველობა - ეს საქართველოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროების ტოპ ხუთეულია.
მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი, ურუგვაის ყოფილი ლიდერი ხოსე პეპე მუხიკა საზოგადოებას აფრთხილებს, „მოაშორონ პოლიტიკას მდიდარი ელიტები, ვიდრე გვიანი არ არის“.
2017 წლის კრიზისი ხანძარია. მხოლოდ ამ ზაფხულს ქვეყანაში ათზე მეტი ხანძარი გაჩნდა.
კომპანია „სითი პარკს“, რომელიც თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, სასამართლო დავა კიდევ ერთმა მოქალაქემ, ნინო მგელაძემ მოუგო.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708