ბორჯომის ხანძრის გამო ბორჯომის გამგეობის 11 მოხელე 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებს, მეხანძრეები კი ჯერ ისევ პრემიის გარეშე არიან
ბორჯომის ხანძრის გამო ბორჯომის გამგეობის 11 მოხელე 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებს, მეხანძრეები კი ჯერ ისევ პრემიის გარეშე არიან
13 სექტემბერი / 2017
აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებენ.
ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტის ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.

„მეხანძრეები
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცეცხლს აქრობდნენ და ყიფიანი პრემიას ინიშნავდა სტიქიის გამო. სასწრაფოდ მოითხოვეთ, ბორჯომის მეხანძრეებსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები მოუმატონ“, - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

დოკუმენტის თანახმად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 მოხელეზე პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი.

აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად, „ბიზნესპრესნიუსი“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ეს არის შიდა ბრძანება, რომლის მისაღებად მისი საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვაა საჭირო. რის შემდეგაც, ბრძანებას კანონის შესაბამისად 10 დღის ვადაში მივიღებდით.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში, 3 322 მეხანძრე-მაშველი იყო დასაქმებული. მათი ყოველთვიური ანაზღაურება თბილისში 930 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო რეგიონებში 630 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შეადგენს.

bpn bpn
კომენტარები (17)
14.09.2017
კაკო
ნუთუ მოვალეობის შესასრულებლად პრემიების საჭირო,თუ არა და გამგებელმა რა ჩააქრო ისეთი,რომ პრეემიასაც ით ითვისებს.
14.09.2017
დუდუ
უფ რას ამბობ ხანძარი რომ არ ყოფილიყო ისე კი არ გამოიწერდნენ პრემიებს ხო იცი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ბაღებში აღმზრდელების რაოდენობა საკმარისია, კვება მოგვარებულია და პრობლემა არის ის, რომ ბაღების რაოდენობა მცირეა
სრულად
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708