პეკინის ქუჩაზე პარკირება მხოლოდ ერთ მხარეს იქნება შესაძლებელი

პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირება მხოლოდ მარჯვენა, ბუკიას ბაღის მხარეს იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიცკევიჩი-პეკინის კვეთაში 50 ადგილიანი მიწისზედა პარკინგი მოეწყობა.

„პეკინზე მარცხენა მხარეს BUSline გაკეთდება, შესაბამისად პარკირება აიკრძალება და ავტომობილების დაპარკინგება მოქალაქეებს მხოლოდ ქუჩის მარჯვენა, ანუ ბუკიას ბაღის მხარეს შეეძლებათ. რაც შეეხება საპარკინგე ადგილებს, პეკინი-მიცკევიჩის კვეთაზე 50 ადგილიანი მიწისზედა პარკინგი მოეწყობა და ჯამში, პეკინის ქუჩაზე 205 საპარკინგე ადგილი იქნება ,“ - განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, პეკინი-მიცკევიჩის კვეთაზე უსაფრთხოების კუნძული გაკეთდა, სადაც ავტობუსების გაჩერება გადაიტანეს.