შსს - მეხანძრე-მაშველები და პოლიციის თანამშრომლები პრემია-დანამატს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ
შსს - მეხანძრე-მაშველები და პოლიციის თანამშრომლები პრემია-დანამატს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ
13 სექტემბერი / 2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველები და პოლიციის თანამშრომლები პრემია-დანამატს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება.


„მიმდინარე წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის, უკლებლივ ყველა მათგანი, წახალისების სახით, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება“, - აღნიშნავენ შსს-ში.
კომენტარები (1)
13.09.2017
ქართველი
კარგით რაა, რათ უნდათ მეხანძრეებს პრემია, წყალი დაასხეს ცეცხლს სულ ეს იყო. პრემიები უნდა აიღონ გამგებლებმა, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა რომელიც კაციშვილს არ უნახავს, მაგრამ არც დაინტერესებულხართ რატო არ გამოჩნდა, თურმე ისე ნერვიულობდა თავი აღარ ქონდა არაფრის. კიდე იმან უნდა აიღოს პრემია რა ქვიაა..... "პიროვნება თალიბანმა" ეგეც კრიზიების მართვის საბჭოში ყოფილა და მიუხედავად ცეცხლის ალში გახვეული საქრთველოსი მაინც არ შეწყვიტა შვებულება და ცოტა გადახარჯვაში მოვიდა და ჩაირიცხოს აბა ჯიბიდან ხომა რ გადაიხდის გულაობის ფულს
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708