„რეზონანსი" - წელს შეშის ფასმა შეიძლება, 1000 ლარსაც მიაღწიოს
„რეზონანსი" - წელს შეშის ფასმა შეიძლება, 1000 ლარსაც მიაღწიოს
14 სექტემბერი / 2017
წელს შეშის გაძვირება გარდაუვალია. რეგიონებში ამბობენ, რომ ფასი 10-15%-ის ფარგლებში მოიმატებს.
სპეციალისტების განცხადებით, აუცილებელია, მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადთან დაკავშირებით შეღავათი დაუწესდეს, რაც შეშაზე მოხმარებას შეამცირებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, რეგიონებში გაზი ძვირი ღირს და ამიტომ შეშაზე მოთხოვნა მაღალია.

გაზიფიცირებულ ტერიტორიებზე ხალხი გასათბობად შეშას მასობრივად იყენებს. აჭარაში მცხოვრები ექსპერტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ შესაძლოა, შეშის ფასმა 1 000 ლარს გადააჭარბოს. მიუხედავად ფასისა, მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება, თუკი სახელმწიფომ ბუნებრივი აირის გადასახადის სუბსიდირებაზე ან სხვა სახის შეღავათზე არ იზრუნა.

"ზამთრის პერიოდში ქალაქის მოსახლეობა აქტიურად მოიხმარს ბუნებრივ აირს, მაგრამ სოფელში ხალხი გასათბობად თუ სხვა საჭიროებისთვის კვლავ შეშას იყენებს. გაზის ტარიფი რომ ხელმისაწვდომი იყოს, ის ნამდვილად გახდებოდა შეშის ალტერნატივა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. შეშის ჭრა, ჩამოტანა, დამუშავება დიდ შრომას უკავშირდება და არავის დააინტერესებს მისი შეძენა, თუკი გაზის გადასახადი ნაკლები იქნება.

დღეს ბუნებრივი აირს, გაიაფების ნაცვლად, აძვირებენ, შესაბამისად, ხალხი მას გასათბობად ვერ იყენებს. მწირი შემოსავლის პირობებში სხვა გამოსავალი არ რჩებათ და კვლავ შეშაზე აკეთებენ არჩევანს. ეს არ არის მცირე მასშტაბის პრობლემა, ასეულობით ჰექტარია გადამწვარი და კიდევ შეშის ჭრა ქვეყანას ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს.

სჯობს, გარკვეული სუბსიდირება გააკეთონ ბუნებრივი აირის გადასახადზე. სოფელში არყის გამოხდაა, საჭმლის მომზადება თუ რა, გაზის გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ გასათბობად მას ძალიან ცოტა იყენებს. ზამთარში ხარჯი მძიმე ტვირთად თუ დააწვება გლეხებს, უნდა მისცენ საშუალება, რომ სხვა პერიოდზე გადაანაწილონ გადასახადი, რომ პიკური მოხმარების დროს შეღავათი ჰქონდეთ. ხე-ტყის ჭრასა და ეკოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას ეს სჯობს", - აცხადებს აროშიძე და დასძენს, რომ წელს შეშის გაძვირება გარდაუვალია.

"ზამთრაში შეშა ისედაც ძვირდება, მაგრამ წელს ფასი კიდევ უფრო მოიმატებს. როგორც ცნობილია, მისი აქტიური მომხმარებელი სოფლის მოსახლეობაა, ქალაქში მას უკვე არავინ იყენებს. ველოდებით, რომ უკვე ოქტომბრიდან შეშის ფასი 10-15%-ით მოიმატებს, ეს გარდაუვალია არ ვიცით, რა მაჩვენებელს მიაღწევს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, 1 000 ლარს მიაღწიოს", - დასძენს აროშიძე.

გარემოსდამცველები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეშის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების საკითხს აქტიურად განიხილავენ. როგორც აღმოჩნდა, გაზიფიცირების პროცესმა ამ მხრივ არ გაამართლა.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი
You must have Flash Player installed in order to see this player.
განმარტავს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი შეშის ალტერნატივა რეალურად არ არის. ასეთი პროდუქტი შეიძლება, იყოს ქვანახშირი, მაგრამ მისი გამოყენება დაბალი ხარისხის გამო საქართველოში ნაკლებად რეალურია.

"ქვანახშირის გამოყენების შეზღუდვა უკავშირდება გოგირდის მაღალ შემცველობას, რის გამოც იგი არ ჯდება ევროპულ სტანდარტში. ეს საკმაოდ დიდ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის პროგრამას. რაც შეეხება გაზს, დადასტურებულია, რომ მას ზამთარში რეგიონებში მასობრივად არ იყენებენ გაზიფიცირებულ რეგიონებშიც კი. აქედან გამომდინარე, არ გამორვიცხავ, ქვეყანაში გაზიფიცირების მასშტაბები შემცირდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - განუცხადა "რეზონანსს" გეთიაშვილმა.

ერთ-ერთი ალტერნატივა, გარემოსდამცველის ინფორმაციით, რჩება ბიომასა, ნარჩენი ხე-ტყე, რომელიც ტყისთვის არის ცუდი, რადგან მავნებელი დაავადების კერებს ქმნის და გავრცელების რისკს უკავშირდება.

"რეალურად, დაჭრილი ხე-ტყის ძალიან მცირე ნაწილს ვიყენებთ. მაშინ, როდესაც დეფიციტია 80%, მოჭრილი ხის 40%-ს ვტოვებთ ადგილზე და შემოდგომაზე გამოგვაქვს. სამწუხაროდ, არ მივმართავთ ენერგოეფექტიან ფორმებს, რომლის გამოყენება შეშის დაზოგვის შესაძლებლობას მოგვცემდა. გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება", - დასძენს რეზო გეთიაშვილი.

საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ზამთრის სეზონი წელიწადში 4-6 თვე გრძელდება, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის გათბობის მთავარ და ძირითად წყაროს წარმოადგენს საშეშე ხე-ტყე და ბუნებრივი აირი. გარდა აღნიშნული რესურსებისა, ასევე გამოიყენება თხილის ნაჭუჭი (სამეგრელო-გურია), ქვანახშირი, ელექტროენერგია, დიზელის საწვავი, გირჩი, წივა, ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი და სხვა, თუმცა ამ საშუალებებს ხალხი ნაკლებად მიმართავს და დომინანტ სათბობ რესურსად მაინც შეშა ითვლება.

არსებული მონაცემით, საქართველოში წელიწადში სახელმწიფო M0.5-0.7 მლნ კუბამეტრი შეშის კანონიერ გამოყოფას ახერხებს, თუმცა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული და განხორციელებული კვლევების მიხედვით, მოთხოვნა 5-10-ჯერ მეტია.

მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (2)
14.09.2017
გაუ
1000 ლარი 1 კუბური მეტრი თუ საჟენი?
14.09.2017
ნიკა
ხალხი ვინც გადაურჩა შიმშილს, გაყინავენ..
მსგავსი სიახლეები
იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა. ფასების ზრდა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
ადიგენის რაიონში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, საღამოს საათებში ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს. მოსახლეობა შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვს.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ცენტრალური და რეგიონული მედიაორგანიზაციები, სატყეო დარგის, ეკოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიისა და ეროზიის ექსპერტებთან, ასევე CENN-ის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ბორჯომის ნახანძრალ ტყეებს დაათვალიერებენ.
საქართველოში ახალი iPhone 8-ის ექსკლუზიური მოდელი 5 555 ლარად გაიყიდა.
”ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს, 21 სექტემბერს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გაკეთების თანხამ აგვისტოში 3 ლარი და 8 თეთრი შეადგინა, რაც 3,9%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო 9,2%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბოლო პერიოდში ყველა კომპანიაში საწვავის ფასმა საშუალოდ 8-10 თეთრით მოიმატა
საქართველოს ტყეებში შექმნილი რთული ვითარების შემდეგ სპეციალისტები შეშის იმპორტის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ.
გრანდიოზული პრეზენტაციის შემდეგ Apple-მა iPad Pro-ს ორ მოდელის გასაყიდი ფასი გააძვირა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708