1 სექტემბრის მდგომარეობით საგარეო ვალი 12 მილიარდ ლარს შეადგენს

მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალმა 12 მილიარდი ლარი (5 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

მაშინ როცა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, საგარეო ვალი 11.8 მილიარდი ლარი (4.9 მილიარდ დოლარზე მეტი) იყო.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)-ია.

IDA -ს მიმართ ქვეყნის ვალი 1 სექტემბრის მდგომარეობით 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს; IBRD-ის მიმართ კი სახელმწიფოს 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ვალი აქვს.