აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
14 სექტემბერი / 2017
აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან მიიღო უშუალოდ USAID-ის გავლით, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან - 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი.

განახლებული შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.

შეთანხმებების ფარგლებში, დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა და განაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულირებისას, მის ხელთ აკუმულირებული ბონდების ბაზარზე გამოტანას ოქტომბრიდან დაიწყებს.
მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს საქართველოს
საქართველოში ახალი iPhone 8-ის ექსკლუზიური მოდელი 5 555 ლარად გაიყიდა.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში Bridgestone Black Sea Cup-2017 გაიმართება, რომელსაც წარმოადგენს „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსთოუნი“, ხოლო გენერალური სპონსორია „მოტული“.
ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას და ხელს შუწყობს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას
საქართველოში შეკერილი სამხედრო ფორმა დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება.
საქართველოში საპენსიო სისტემის ცვლილების კუთხით აქტიური მსჯელობის მიუხედავად, ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
2017 წლის იანვრიდან 1 სექტემბრის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გაწეული ღონისძიებების შედეგად ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 11 851 408 ლარი შეადგინა.
Caspian Energy-მ და Caspian European Club-მა საქართველოში ერთობლივი წარმომადგენლობა - Caspian Energy Georgia - გახსნეს
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708