რა ჯდება სკოლისთვის ბავშვის მომზადება
რა ჯდება სკოლისთვის ბავშვის მომზადება
14 სექტემბერი / 2017
სკოლის დაწყებამდე ერთი დღე დარჩა და როგორც წესი, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მშობლები ცდილობენ შვილებს ახალი ჩანთა, ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი, შარვალი ან ქვედაბოლო შეუძინონ.
სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში, ბაზრობებზე, დიდ სავაჭრო ცენტრებში, არჩევანი დიდია, ფასები კი განსხვავებული.

სასკოლო ჩანთების ფასი ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში ხარისხის, ზომისა და ფუნქციების მიხედვით განსხვავებულია და ფასი 25 ლარიდან იწყება და 150 ლარამდეც ადის.
რაც შეეხება სხვა ნივთებს, თეთრი პერანგის ფასი 25-დან 50-ლარამდე მერყეობს. გოგონებისთვის ქვედაბოლო 20-40 ლარამდე, ხოლო შარვალის ფასი - 40 ლარიდან იწყება. ბავშვის ფეხსაცმელი 40-დან 130-ლარამდე მერყობს. თუმცა, ბრენდირებულ მაღაზიებში ფასები ხშირ შემთხვევაში ორმაგია.

საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა არ უწევთ, მათ წიგნების სრული კომპლექტი სასწავლო წლის დაწყებამდე უსასყიდლოდ ურიგდებათ. თუ მშობელს შვილი კერძო სკოლაში მიჰყავს, მაშინ, ამ ყველაფერთან ერთად, თანხა სასკოლო წიგნების შესაძენადაც უნდა გადადოს.

წიგნებისგან განსხვავებით, ბავშვებს სკოლისთვის სასკოლო საკანცელარიო ნივთების ყიდვა უწევთ.

„ბიბლუსში“ რვეულების ფასი 50 თეთრიდან 1.20 ლარამდე მერყეობს. კალმები 16
You must have Flash Player installed in order to see this player.
თეთრიდან 6 ლარამდე ადის, ფერადი ფანქრები 1.89 ლარი ღირს, სახატავი რვეულის ფასი ერთი ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს, პლასტილინის ფასი კი 2-დან 15 ლარამდეა, გუაშის ფასი 4-დან 30 ლარამდეც ადის, რაც შეეხება აკვარელს, ფასი 2 ლარიდან 20 ლარამდეა, ხოლო პენლები - 3.10-დან 15 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სასკოლო ჩანთებს. მისი ფასი 29 ლარიდან იწყება და 105 ლარამდე ადის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რამდენი უჯდებათ დაწყებითი სკოლის მშობელს შვილის სკოლისთვის მომზადება.
როგორც თამუნა პაპუკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, შვილის სკოლისთვის მომზადება 300 ლარამდე დაუჯდა.

„წელს ჩემი შვილი მეოთხე კლასში მიდის. სკოლისთვის ყველა საჭირო ნივთი უკვე ვიყიდეთ. იმის გამო, რომ ბავშვი მოზარდია, ყველაფრის ყიდვა მიწევს. ამიტომაც ვარჩიე რომ ლილოს ბაზრობაზე წავსულიყავი, რადგან ფასები შედარებით ნაკლებია. ვუყიდე - ქვედაბოლო, თეთრი პერანგი, ფეხსაცმელი, ჩანთა, შარვალი და სასკოლო საკანცელარიო ნივთები. საერთო ჯამში 300 ლარი დამიჯდა. მხოლოდ საკანცელარიო ნივთებში 60 ლარი გადავიხადე”, - განაცხადა მშობელმა.

მაია კურატიშვილს შვილის სკოლისთვის მომზადება 250 ლარი დაუჯდა.
„წელს ქვედაბოლო, თეთრი პერანგი, ფეხსაცმელი და სასკოლო საკანცელარიო ნივთები შევუძინე და ამ ყველაფერში 250 ლარი გადავიხადე. შარშან დიდი ჩანთა ვუყიდე, რომელშიც 80 ლარი გადავიხადე,“ - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მაია კურატიშილმა.

ლიკა ამირაშვილი

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სკოლებში დეკემბრიდან, შესაძლოა, ვაშლები აღარ შეიტანონ.  ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის კოორდინატორმა მაია მუშკუდიანმა განაცხადა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4808 ლარი შეადგინა.
განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცულია და მონიტორინგს რაიმე სახის დარღვევა ჯერ არ აღმოუჩენია.
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება.
გუშინდელი დადებული პროგნოზი, რომ ლარი დოლარის კურსთან მიმართებაში მერყეობის საზღვრებს შეიცვლიდა და ახალ (2,4650-2,4970) საზღვრებში გადავიდოდა, კვლავ გამართლდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4778 ლარი შეადგინა.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დაახლოებით 200 ათასი ლარია გათვალისწინებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
სურსათის ეროვნული სააგენტო დღეიდან სკოლის ბუფეტებში გეგმურ ინსპექტირებას დაიწყებს.
აშშ-ის პირველი ლედი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მდებარე ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლას რეკლამაში მისი ფოტოს გამოყენებისთვის უჩივის.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4738 ლარი შეადგინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708