მეხანძრე-მაშველების ნაწილს პრემიები უკვე ჩაერიცხათ

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველების ნაწილს პრემიები უკვე ჩაერიცხათ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებს პრემიები ეტაპობრივად ერიცხებათ.

„პრემიების ჩარიცხვები დაიწყო და ეტაპობრივად ხდება. პროცესი მაშინვე დაიწყო როგორც კი განცხადება გაკეთდა და 1 კვირის განმავლობაში ყველას ექნება დარიცხული,“ - აცხადებენ სამსახურში.