„ნაციონალური მოძრაობა" 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს უნდობლობას უცხადებს
„ნაციონალური მოძრაობა" 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს უნდობლობას უცხადებს
14 სექტემბერი / 2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს უნდობლობას უცხადებს.
ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ ფრაქციის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს უსმენენ.

"ჩვენ დღეს ვიხილავთ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიშს და ბუნებრივია, რომ ეს ანგარიში ეყრდნობა სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს მიერ. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ წარმოდგენილ მასალებს. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ეჭვი იმის თაობაზე, რომ ხდება საბიუჯეტო ინფორმაციით მანიპულირება. მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს აქ წარმოდგენილი რამდენიმე მონაცემის დაზუსტების მიზნით. ჩვენ არ მიგვიღია პასუხი, რითაც ირღვევა კანონი. ნაცვლად იმისა, რომ ათი დღის ვადაში ფინანსთა სამინისტროს გაეცა პასუხი, გასულია 37 დღე პირველი წერილის გაგზავნის დღიდან. მეორე წერილის შემთხვევაში კანონზე გადამეტებულია 18 სამუშაო დღე. ჩვენ გაძლევთ ვადას სამშაბათამდე. თუ სამშაბათამდე კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია არ იქნება ჩვენთვის მოწოდებული, ოთხშაბათს, პარლამენტის სხდომაზე დაისმება ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი და ჩვენ მივმართავთ კანონით დადგენილ ყველა ზომას",- მიმართა გოცირიძემ კაკაურიძეს.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმის და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
უტენდერო შესყიდვები კარგი არ არის, - აღნიშნული განცხადება უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილმა ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს და შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტებში წილს ფლობს.
აშშ-ს სენატმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 692 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი
2017 წლის იანვრიდან 1 სექტემბრის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გაწეული ღონისძიებების შედეგად ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 11 851 408 ლარი შეადგინა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშს გაეცნენ. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები განიხილა.
ჩვენ ვხედავთ, გვესმის, რომ ბიუჯეტიდან თანხები სამინისტროებში არასწორად იხარჯება - უზარმაზარი თანხებია სხვადასხვა სფეროებში, მომსახურების სფეროებში, რომელიც არ კონტროლდება,
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბიუჯეტი 39 მილიონ ლარს შეადგენს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708