სანკტ-პეტერბურგში 12 მსხვილი სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების გამო, სანკტ-პეტერბურგში 12 მსხვილი სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ საკუთარმა წყარომ აცნობა.

„პოლიციის თანამშრომლები ახლა 12 სავაჭრო ცენტრში მუშაობენ“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრებზე.

სამართალდამცავ უწყებებში ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საქალაქო სამმართველოში კი დაადასტურეს, რომ აღნიშნულ გამოძახებებზე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მაშველებიც გადიან.