პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია.

პროფკავშირების თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ, 4 წლის ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.

ყრილობის დამსწრე 203 დელეგატიდან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 139-მა დელეგატმა, ხოლო ამირან ზენაიშვილს - 62 ხმა ერგო. 2 ბიულეტენი გაბათილდა.

კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

პროფკავშირების 213 დელეგატიდან დღევანდელ ყრილობაში 204 წევრი მონაწილეობდა, მათგან მხოლოდ ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ფარულ კენჭისყრაში.