სავაჭრო ცენტრ „აქსისპალასში“ წინასასკოლო ფასდაკლება იწყება

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 15 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, სავაჭრო ცენტრი „აქსისპალასი“, რომელიც მდებარეობს ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) #12-ში, მომხმარებლებს წინასასკოლო ფასდაკლებებს სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ჰიპერმარკეტი კარფური მაისის თვეში გაიხსნა. გარდა ამისა, აქვე, სადღეისოდ 30-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდია წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფასდაკლებით მათთვის სასურველი ნივთის შეძენისას.

„აქსისპალასში“ წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები:

ჯითექსი(Collezione, OVS kids, Penti), ტობაკომარკეტი, beard.ge, Baltic Optics, Bako's Coffee & Tea, Pa Sport, პეპელა, Kura Kura, Magic Candy, Game Zone, Dom kofe, ბაკარა, „მდაბ“, „ლა-კაპონე“, ,,ლეგენდა“, ,,ბამბუ “,Libra, Intex, „ტკბილი ქვეყანა", Turkish Delights, „ბიზიგიფთს“, „ლილია“, "ფრუტფექტორი", „მედამოდა“, Bohemia, „პარიზ გალლერი ჯენერალ თრეიდინგ“ , Lucky House, Uno Shoes,Miniso.

სავაჭრო ცენტრი „აქსისპალასი“, რომელიც 7 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. სავაჭრო ცენტრი გამოირჩევა საუკეთესო ლოკაციით საბურთალოზე და ერთმანეთთან აკავშირებს ბახტრიონის, გამრეკელის და ცინცაძის ქუჩებს.

„აქსისიპალას 1“-ში სავაჭრო ცენტრის გახსნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა „აქსისპალასის“ კონცეფციის სრულყოფისათვის, რაც გულისხმობს საერთო მოხმარების სივრცეებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, კაფე-რესტორანს, სავაჭრო და გასართობ ცენტრს, მრავალფუნქციურ შიდა ეზოს, რეკრეაციულ და გამაჯანსაღებელ სივრცეს.