მამკოდაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისთან ახლოს, მამკოდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფება რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი და ამ დროისთვის, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მთის ფერდობზე ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზე გაჩნდა ხანძარი.