ხულოში, შავნაბადას მთაზე მცირე ფართობზე ხანძარია

ხულოში, შავნაბადას მთაზე მცირე ტერიტორიაზე ხანძარი ფიქსირდება, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი ბალახზე არის გავრცელებული და ადგილზე 60-მდე მაშველი მეხანძრე იმყოფება. მათივე ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

დაკვამლიანება დღეს დილით შენიშნეს.