გეოპოლიტიკური რისკები ოქროს ფასს ზრდის

ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გამოცდას, ოქროს ფასის ზრდა მოჰყვა.

როგორც ყოველთვის საქმიანი სამყარო კორეულ ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ზრდას, რისკიანი აქტივებისადმი ზურგის შექცევით პასუხობს. ოქრო კი ასეთ ვითარებაში, რისკებისგან საუკეთესო თავშესაფარია.

ევროპის დილის სავაჭრო სესიაზე, კომექსის პლატფორმაზე, ტროას უნცია ოქროს ფასი 4.65 დოლარით (0.36 პროცენტით) გაიზარდა და 1 333.85 დოლარს მიაღწია.

ამჯერადაც, ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულმა საცდელმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ბოლო ორ კვირაში, ეს მეორე შემთხვევაა, როცა კორეული რაკეტა ამომავალი მზის ქვეყნის ცას კვეთს. ამის პასუხად, იაპონიამ გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას „ნათელი მომავალი არ აქვს“ და გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრმა რექს ტილერსონმა, საერთაშორისო საზოგადოებას ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგოდ ახალი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე ზეწოლაში, დიდი როლის შესრულება რუსეთს და ჩინეთს შეუძლიათ.

ოქროს ფასი ხუთშაბათის სესიის დროს ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა, აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მოსალოდნელზე მეტი ტემპით ზრდის შესახებ გამოაცხადა. ინფლაციის ძლიერი მაჩვენებლები იმის იმედს ზრდის, რომ ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს წელს კიდევ ერთხელ გაზრდის. კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელმაც ეს მოლოდინი გააძლიერა, არის უმუშევართა განაცხადების რიცხვის კლება.

ოქროზე ფასის ზრდის პარალელურად, თითქმის არ იცვლება დოლარის ინდექსი, რომელიც 92.09-ს სიახლოვეს იმყოფება.