გეგმური სამუშაოების გამო ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 16 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

როგორც „თელასში“ აცხადებენ, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 01:00-დან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში:

ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორიონის I კვარტლის, ქსნის, ფეიქრების, ერწოს, ქვიშხეთის, რატევანის, ზიგზაგის, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, შენგელაიას, ბოგვის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, ელიავას, ჭოპორტის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის, ბუაჩიძის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, აჭარის, გედევანიშვილის, მახათას, ხუდადოვის, ცაიშის, ჩეჩელაშვილის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, პეტრე ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, გუმათის, ახუთის, დავითაშვილის, დიღომბარის, ჯაბაურის, თამარშენის, პისარევის, ბერიაშვილის, ბერძენიშვილის, აბაშის, სალხინოს, ასხინის და რეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.