სოფელ ახალ ხიბულას მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას შესაწამლი აპარატი ხელისუფლებამ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მისცა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი თქმით, ადგილობრივებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შხამ-ქიმიკატების ყიდვა უწევთ, რადგან შესაწამლი აპარატი ხელისუფლებამ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მისცა.

მოსახლეობის მტკიცებით, „ქართულო ოცნების“ მომხრეები ერთი ჰექტრის შესაწამლად 40 ლარს ითხოვენ. სოფლის გამგებლის წარმომადგენელი ახალ ხიბულაში რინელი ადამია აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, წამლობის ორივე ეტაპი ჩატარდა და ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია.