დიმიტრი ქუმსიშვილი - მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ტურიზმის სტრატეგიის შექმნაში

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტურიზმის სფეროში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

„მადლობას გიხდით რეგიონული განვითარების პროექტების მხარდაჭერისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძი მისცა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებას, ჩვენს რეგიონებში ტურისტების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ნაწილშიც. წელს 7.2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს ველოდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ავალთ 11 მილიონ ტურისტზე, როგორც ეს სტრატეგიაში გვიწერია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა. ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.