ტექნოპარკში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი Seedstars World გაიმართება

ტექნოპარკში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი Seedstars World გაიმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკში ხვალ მსოფლიო მასშტაბის სტარტაპების კონკურსი Seedstars World ჩატარდება.

ღონისძიება „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ (AGH) ორგანიზებით იმართება და მასში 10 საუკეთესო ქართული სტარტაპი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსანტები SeedStars World-ის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა შეარჩიეს.

კონკურსის გამარჯვებული საკუთარ სტარტაპს შვეიცარიაში, Seedstar-ის სამიტზე წარადგენს, სადაც 1 მლნ აშშ დოლარის მოგების შანსი მიეცემა. SeedStars Tbilisi 2017-ის გამარჯვებული სტარტაპერი მოსამზადებელ პერიოდს უკრაინაში 2017 წლის დეკემბერში გაივლის, დასკვნითი ეტაპი კი შვეიცარიაში 2018 წლის 9-13 აპრილს გაიმართება.