ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

15 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირმა სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ წარადგინა.

პროექტის მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალურ თანამონაწილეობას ითვალისწინებს.

პროექტს "სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში" ჩეხეთს რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. პროექტი ითვალისწინებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალური თანამონაწილეობას სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა ალვარო ორტეგა აპარაციომ ღონისძიებაზე საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის ძირითად პრინციპებსა და სოფლის განვითარებისათვის კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორების თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს პროექტი, სოფლის განვითარების ევროპული მოდელის ე.წ. LEADER მიდგომის დანერგვით, შექმნის ახალ სოციო-ეკონომიკურ შესაძლებლობებს ხულოს მუნიციპალიტეტში,“ - განაცხადა ორტეგამ.

ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და ხულოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ასევე კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ მესხიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა ალვარო ორტეგა აპარაციომ, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის CCRG-ის მისიის ხელმძღვანელმა ეკატერინე მესხრიკაძემ, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის HMRR-ის წარმომადგენელმა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ ხულოს, ქედის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.