პოლკოვნიკი სანდერსი და განუმეორებელი ვარიები კენტუკიდან - ლეგენდარული ბრენდის შთამბეჭდავი ისტორია
პოლკოვნიკი სანდერსი და განუმეორებელი ვარიები კენტუკიდან - ლეგენდარული ბრენდის შთამბეჭდავი ისტორია
18 სექტემბერი / 2017
ჰარლანდ სანდერსი, მოგვიანებით პოლკოვნიკ სანდერსად წოდებული, 1890 წლის 9 სექტემბერს აშშ-ში, ინდიანას შტატში დაიბადა.
მისი ოჯახი მაღალშემოსავლიანთა წრეს არასდროს განეკუთვნებოდა, ამიტომ მე-7 კლასში ყოფნისას იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და უმცროსი და-ძმისთვის მიეხედა, რადგან ოჯახს უკიდურესად უჭირდა.


აღნიშნულმა ფაქტმა სანდერსის მომავალსა და მის განსაზღვრაზე უდიდესი გავლენა იქონია, რადგან ბიჭს ხშირად კულინარობა უწევდა. 40 წლამდე ჰარლანდი საბურავებით ვაჭრობდა, სამხედროც იყო, კონდუქტორიც, ფერმერის დამხმარეც, მეწვრილმანეც და ბევრი სხვაც. ამ პერიოდში სანდერსმა ცოტაოდენი კაპიტალის დაგროვებაც მოახერხა და მისმა ოჯახმა შედარებით ამოისუნთქა. თუმცა ჰარლანდს ეს არ აკმაყოფილებდა და ის ყოველთვის ცხოვრების შეცვლაზე ოცნებობდა.

bpn
bpn
1930 წელს სანდერსმა კენტუკში საკუთარი ავტოსახელოსნო გახსნა. დაწესებულებისთვის მეტად მოხერხებული ადგილიც შეარჩია - გზა, რომლითაც ხალხი ჩრდილოეთის შტატებიდან ფლორიდისკენ მიემართებოდა. საბედნიეროდ, მის ავტოსახელოსნოში კლიენტთა ნაკადი არ წყდებოდა. მალე სანდერსმა გადაწყვიტა იქვე სასადილოც გაეხსნა, სადაც იმ კლიენტებს გაუმასპინძლდებოდა, რომლებიც მანქანის შეკეთებას ელოდებოდნენ. სასადილოსთვის ავტოსახელოსნოში ადგილი არ იყო, ამიტომ მის გვერდით ერთი პატარა ოთახი გამოყო, სადაც 1 მაგიდა და 6 სკამი მოათავსა. საჭმელს კი ოჯახის სამზარეულოში თავად ამზადებდა.
მალე მთელს კენტუკში ხმა გავარდა, რომ ფედერალურ ავტომაგისტრალზე მდებარე ავტოსახელოსნოში ისეთ დაბრაწულ ვარიებს აკეთებდნენ, რომ თითებს ჩაიკვნეტდით. თანაც უბრალოდ შემწვარს კი არა, 11 სხვადასხვა ბალახ-ბულახით შეზავებულს.

ჰარლანდის ცხოვრება ნელ-ნელა წინ მიდიოდა. 1935 წელს მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენაც მოხდა. ამ დროს შტატის გუბერნატორმა მას კენტუკელი პოლკოვნიკების ორდენობა მიანიჭა შტატის წინაშე დამსახურებისთვის. დამსახურება მართლაც რეალური იყო, რადგან შტატში ყველას სანდერსის ქათამი ეკერა პირზე.

bpn

სანდერსის საქმიანობა შეუჩერებელი ტემპით ვითარდებოდა და დადგა დრო, როცა მას თავისი სახელგანთქმული ბიზნესი ავტოსახელოსნოსგან უნდა გაემიჯნა. 1937 წელს ჰარლანდმა გახსნა მოტელი, სადაც იმავდროულად სწრაფი მომსახურების დამოუკიდებელი რესტორანიც ფუნქციონირებდა.

უკვე პოლკოვნიკად წოდებულმა სანდერსმა გადაწყვიტა შესაფერისად ანუ კლასიკურად შემოსილიყო. თეთრი კოსტიუმი და შავი პეპელა ბაფთა შეარჩია და საზოგადოების წინაშე ასე ჩნდებოდა ხოლმე. ასეა გამოსახული კომპანიის ლოგოზეც.

bpn

თუმცა 1950-იან წლებში ერთი საკმაოდ უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. ამ დროს დასრულდა 75-ე ფედერალური ავტომაგისტრალის მშენებლობა და ფლორიდასკენ მიმავალმა მთავარმა გზამ იქ გადაინაცვლა. სანდერსის რესტორანი თვალს მოეფარა. კლიენტების რაოდენობა მკვეთრად
შემცირდა. ერთ დროს წარმატებული ბიზნესი ვეღარ ვითარდებოდა. თუმცა სანდერსის წარმატება აქ მაინც არ დასრულებულა. 60-იანი წლების დასაწყისში ჰარლანდის ფრენჩაიზინგმა გაამართლა და აშშ-სა და კანადაში 400-მდე რესტორანი გაიხსნა.

bpn
1964 წელს, უკვე ხანშიშესულმა სანდერსმა გადაწყვიტა, თავისი საქმიანობა კერძო ინვესტორებისთვის მიეყიდა. ამ დროისთვის სანდერსის რესტორნების ქსელი 600-მდე ფილიალს აერთიანებდა. ასე ჩამოშორდა პოლკოვნიკი სანდერსი საქმიანობას, თუმცა კომპანიის ისტორია არც ამ დროს და არც ჰარლანდის გარდაცვალების შემდეგ არ დასრულებულა. 

პოლკოვნიკის მიერ დაარსებული ბრენდი უგემრიელესი მენიუთი 20.000-ზე მეტ რესტორანს მოიცავს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში. მის მენიუს მხოლოდ ამერიკაში 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს ყოველდღიურად. 1961 წლიდან კომპანია აბრევიატურით მოიხსენიება. ეს არის ლეგენდარული KFC, რომლის შექმნის ისტორიაც, მისი განვითარების გზაც და განუმეორებელი არომატებიც იზიდავს ამდენ ხალხს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მსოფლიოს 20 000-ზე მეტი რესტორნიდან 4 თბილისში მდებარეობს. კომპანიის მე-5 ფილიალი ოქტომბერში თავისუფლების მოედანზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერეა თბილისში” გაიხსნება.

იხილეთ ვიდეო

sponsored by ContentRoom

ნანიკო მღებრიშვილი
კომენტარები (1)
19.09.2017
ექსპერტი
კი გემრიელია, მაგრამ რატომღაც ეს ვარიები სამფრთებიანები და ოთხფეხიანები იჩეკებიან.
მსგავსი სიახლეები
"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. აქ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს.
ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს!
გამოკითხული ქალების 87% აცხადებს, რომ სიამოვნებით ეცნობა ე.წ. დასპონსორებულ კონტენტს.
ადამიანები, რომელთათვისაც კარიერული წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ სასურველ სფეროში წარმატებას მიაღწიონ.
ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების ორგანომ პოპულარული ბრენდის Pretty Little Thing-ის ახალი კოლექციის რეკლამა დაბლოკა.
იაპონური ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა.
საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქართული ელემენტებით - ასე ახასიათებს თელავში მშენებარე პირველ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn Telavi-ს მისი გენერალური დირექტორი ლევან ერისთავი.
Snooze - ასე ჰქვია "ფეისბუქის" ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ნახონ მისთვის არასასურველი და მომაბეზრებელი პოსტები. 
სარეკლამო სააგენტო ODW Reigie-ის ინიციატივით, საფრანგეთის თეატრები სპექტაკლის დაწყების წინ რეკლამებს გაუშვებენ.
15 სექტემბრის შემდეგ მაღაზია Accessorize იხურება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
საქართველოს Apple-ის ტრენერები ეწვივნენ. ტექნოპარკში Apple-ისა და iTechnic-ის პარტნიორობით გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც წამყვანი კერძო სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განათლების სფეროში გამოყენების შესაძლებობებზე ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო.
სრულად
20.10.2017
კახეთში, სასტუმროში „სავანეთი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სრულად
20.10.2017
დღეს, ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
1-ელი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულობის 93% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხაზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14660-ე